დღეს, 13 ივნისს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა.
მემორანდუმის მიზანია სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა პროფესიული მომზადების ხელშეწყობა და იურიდიული განათლების სფეროში სხვადასხვა სახის კვლევითი თუ სამეცნიერო პროექტების ერთობლივი განხორციელება.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ადვოკატის პროფესიის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის დასასრულს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.