საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს განათლების სისტემაში დაშვებული იქნება დისტანციური სწავლება – კერძოდ, როგორც ნაწილობრივ, ისე სრულად ონლაინ სწავლება. განისაზღვრება სწავლის სფეროების ჩამონათვალი, სადაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული სწავლების კომპონენტის ნაწილობრივ ან სრულად გამოყენება. პირველად იქნება დაშვებული უცხოეთში დისტანციური ფორმით მიღებული განათლების აღიარება. შესაძლებელი გახდება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების შემუშავების შემდგომ მთლიანად ონლაინ უნივერსიტეტის დაარსება.
აღიშნული ინიციატივები სრულად შეესაბამება "Erasmus+"-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ "RE-DIRECTION "-ის პრიორიტეტებს, მათ შორის განსაკუთრებით ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებას. ამ პროექტის კონსორციუმის მონაწილეა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.
მინისტრის სიტყვით გამოსვლის შესახებ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=13792&lang=geo
"RE-DIRECTION "-ის პროექტის შესახებ ვრცლად: https://re-direction.org/