გუშინ, 2019 წლის 19 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ნოტარიუსები თამთა ჭადაშვილი და ნათია ნოზაძე სამართლის ფაკულტეტის მაგისტრატურის სწავლების საფეხურის სტუდენტებს შეხვდნენ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გამოცხადებული კამპანიის „გაიარე სტაჟირება და გახდი ნოტარიუსი“ ფარგლებში, სტაჟირების პროგრამა და საკონკურსო პირობები გააცნეს.
სამართლის ფაკულტეტის მაგისტრანტებს, რომელთაც აინტერესებთ ნოტარიუსის პროფესია ან ჯერ არ გაუკეთებიათ პროფესიული არჩევანი, შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია სანოტარო სისტემის და საქმიანობის შესახებ, რაც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ,
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა მაგისტრანტების შეკითხვებს უპასუხეს.