საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის (სლოვაკეთი) „Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის ერთობლივმა განაცხადმა გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნულმა საპროექტო განაცხადმა ევროკავშირის მაღალი შეფასება დაიმსახურა.
პროექტის ფარგლებში გაცვლითი პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ ორივე უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებსა და აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს მომდევნო სამი წლის მანძილზე.
ამ კონკურსში გამარჯვება ჯიუ-ს გზას უხსნის როგორც ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტთან ახალ პროექტებზე თანამშრომლობისკენ, ისე სხვა უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სასწავლო, კვლევითი და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ მსოფლიოს მასშტაბით პარტნიორ უნივერსიტეტებთან კიდევ არაერთ ახალ პროექტზე მუშაობს და მრავალი ინოვაციური პროექტის დანერგვას გეგმავს.