საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და აქსარაის უნივერსიტეტის (თურქეთი) “Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამის ერთობლივმა განაცხადმა გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ორ უნივერსიტეტს შორის როგორც სტუდენტების, ისე ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობა.
აღნიშნული პროექტი მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია ორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის საგანმანათლებლო, კულტურული და კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.