საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები – თინათინ კირვალიძე და თეიმურაზ დათუნაშვილი ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში გაემგზავრნენ. აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას.
სტუდენტები კონკურსის წესით შეირჩნენ და ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლიან.
ჯიუ-ს სტუდენტები სლოვაკეთში ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სასწავლო კურსებს სხვადასხვა ქვეყნის უცხოელ სტუდენტებთან ერთად გაივლიან. კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოში დაბრუნების შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ წარმატებას!