ახალი ამბები

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

26 მარტი 2025

2025 წლის 21 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-სა და კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აღნიშნულ მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჯიუ-ს რექტორმა, ელი ელისაშვილმა და კარლშოშულეს საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რობერტ ლეპენისმა ქალაქ კარლსრუეში (გერმანია).

მემორანდუმის ფარგლებში ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მრავალი მიმართულებით განხორციელდება. მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში ჩართვას, ასევე სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და კვლევითი პროექტების ერთობლივად განხორციელებას.