14 ნოემბერს GIU-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის საგამოძიებო თამაში ჩატარდა.
თამაშში რამდენიმე გუნდი იღებდა მონაწილეობას. საგამოძიებო თამაშის გამარჯვებული გახდა გუნდი ,,დეტექსი".
აღნიშნული გუნდის წევრები მომავალი სემესტრიდან სტაჟირებას ჯიუ-ს სამართლის კლინიკაში გაივლიან.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სტუდენტებს აქტიურობისთვის.