ახალი ამბები

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში უცხოელი სტუდენტების დახვედრის ღონისძიება გაიმართა

14 აპრილი 2025

2025 წლის 11 აპრილს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში უცხოელი სტუდენტების დახვედრის ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება გახსნა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს რექტორმა, ელისო ელისაშვილმა. სტუდენტებს ასევე სიტყვით მიმართეს ჯიუ-ს ვიცე-რექტორმა, სელინა ლიმ, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის ხელმძღვანელმა, ნათია ჟოჟუაშვილმა და ჯიუ-ს კანადელმა ლექტორმა, ფილიპ ჩალჰოუბმა.

შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა უცხოელი სტუდენტების ჯიუ-ს საგანმანათლებლო და სტუდენტურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე. შეხვედრაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ ქართველი სტუდენტები, რომელთაც ჰქონდათ უცხოელი სტუდენტების გაცნობისა და მათთან აზრთა გაცვლის შესაძლებლობა.