ახალი ამბები

GIU-ს წარმომადგენლები “Erasmus+”-ის პროექტ “Re-Direction”-ის შეხვედრაზე

14 დეკემბერი 2023

დღეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერი, ასოცირებული პროფესორი ელისო ელისაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი გრიგოლ კალანდაძე და კვლევების ხელშეწყობის ცენტრის უფროსი, პროფესორი ზოია ადამია დაესწრნენ “Erasmus+”-ის პროექტ “Re-Direction”-ის გაცნობით ონლაინ შეხვედრას.

აღნიშნული პროექტის კონსორციუმში მონაწილეობენ შემდეგი ინსტიტუციები:


· საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
· უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
· საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (საქართველო)
· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
· კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო)
· შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო)
· გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო)
· უჟჰოროდის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)
· ო. მ. ბეკეტოვის სახელობის ხარკოვის ურბანული ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა)
· კიევის სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა)
· ვინიცა მიხაილო კოციუბინსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა)
· დნიპროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა)
· მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი)
· პატრასის უნივერსიტეტი (საბერძნეთი)
· BK CONSULT GMBH (გერმანია)
· Karlshochschule gemeinnützige GmbH (გერმანია; კოორდინატორი)

შეხვედრისას მონაწილეებმა გააკეთეს თავიანთი დაწესებულებების პრეზენტაცია და ასევე მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში არსებული სამუშაო პაკეტები და ამოცანები.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო მონაწილეთა პირველი ფიზიკური შეხვედრის გამართვის საკითხს საქართველოში მომდევნო წელს.