სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი Erasmus+-ის მორიგი პროექტის გამარჯვებულია.
GIU ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც აღნიშნულ პროექტს განახორციელებს.
კონსორციუმის მონაწილენი არიან:
- მაცერატას უნივერსიტეტი (იტალია);
- მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი);
- ივან ფრანკოს სახელობის ლვოვის უნივერსიტეტი (უკრაინა) და სხვ.
პროექტის ხანგრძლივობა ორი წელია.
პროექტი ,,STEM4Humanities” ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სტუდენტებისა და ლექტორებისათვის პრაქტიკული, სამუშაო ბაზარზე მოთხოვნადი ე. წ. STEM უნარების ათვისების თვალსაზრისით. ასევე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო სივრცის განვითარების ხელშეწყობას, ქალთა განათლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების გაძლიერებასა და პრაქტიკული უნარების დახვეწისათვის საჭირო ინოვაციური სწავლა-სწავლების მეთოდების დანერგვას.