2024 წლის 5 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ში ,,სტუდენტური კონფერენცია 2024“ გაიმართა.
ჯიუ-ს სტუდენტებთან ერთად, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
კონფერენციის მუშაობა რამდენიმე პანელის ფორმატში წარიმართა:
- კერძო სამართალი: მოდერატორი - თათია დოლიძე, ჯიუ-ს ასოცირებული პროფესორი; სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი;
- ინტერდისციპლინური: მოდერატორი - გიორგი კობერიძე, ჯიუ-ს ასოცირებული პროფესორი; ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დეკანი;
- საჯარო სამართალი: მოდერატორი - ნინო ბოჭორიშვილი, ჯიუ-ს პროფესორი; სამართლის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
- სამართალი და პოლიტიკა: მოდერატორი - გიორგი სვიანაძე, ჯიუ-ს ასისტენტ-პროფესორი.
კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები.
ინდივიდუალური პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
სტუდენტური კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა ორენოვანი სერტიფიკატი.