2023 წლის 13-19 ოქტომბერს, ქალაქ სტამბოლში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ,,ცენტრალური ევრაზიის მუსლიმები 21-ე საუკუნეში: გამოწვევები, შესაძლებლობები და პერსპექტივები”.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს სარტყლისა და გზის კვლევითი ინსტიტუტის კოორდინატორi თამარ თარალაშვილი.
თამარის მოხსენება შეეხებოდა აიდენტიტარიანული ახალგაზრდული მოძრაობების აღზევებას და ისლამოფობიას ევროპაში და საქართველოში.
თამარ თარალაშვილი ქემნიცის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (გერმანია) ევროპის კვლევების მიმართულების დოქტორანტურის სტუდენტია და აქტიურად ეწევა კვლევით საქმიანობას.
იგი აგრძელებს ცოდნის ინტეგრაციის ინსტიტუტთან (IKI) თანამშრომლობას, მოიპოვა კვლევითი გრანტი და მომავალი ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს კვლევაზე: მუსლიმი ახალგაზრდების განათლებისა და დასაქმების გზების შესწავლა საქართველოში: საჭიროებები და გამოწვევები.