2024 წლის 25-29 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ლექტორი დავით ახვლედიანი „Erasmus+“-ის პერსონალის მობილობის პროგრამით ბრატისლავას ეკონომიკისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში (სლოვაკეთის რესპუბლიკა) იმყოფებოდა. დავით ახვლედიანმა მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, სახელწოდებით „ინოვაციური ჰორიზონტები: გლობალური ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება თანამედროვე საუნივერსიტეტო განათლებაში“.
ბატონმა დავითმა ლექციები ჩაატარა და მონაწილეობა მიიღო საინტერესო ვორქშოპებსა და აკადემიურ აქტივობებში. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოდან, მათ შორის უკრაინიდან, პორტუგალიიდან, ხორვატიიდან, გერმანიიდან და სხვ. აქედან გამომდინარე, ეს იყო კარგი შესაძლებლობა ჯიუ-ს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისა და განვითარების თვალსაზრისით.