ჯიუ-ს მასობრივი კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ოლღა თავაძე სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტში ერთი სემესტრით სასწავლებლად მიემგზავრება სამხრეთ კორეაში.
ოლღა თავაძემ წარმატებით გაიარა ჯიუ-ში აღნიშნული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საკონკურსო შესარჩევი ეტაპები და მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს გაემგზავრება ქალაქ სეულში სასწავლებლად.
აღნიშნული გაცვლითი პროგრამა წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას ჯიუ-ს სტუდენტებისათვის, რათა მათ გაიღრმავონ არსებული ცოდნა, დაამყარონ კავშირები უცხოელ სტუდენტებთან და პერსონალთან და ასევე განავითარონ თავიანთი დასაქმების პერსპექტივები.
ჯიუ აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სუნგშინის ქალთა უნივერსიტეტთან მომავალში არაერთი საინტერესო პროექტისა და კიდევ მრავალი სტუდენტისა და პერსონალის ურთიერთგაცვლის რწმენით.