ახალი ამბები

საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ საქართველოში ნანუმის კორეულ ფონდთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

12 ივნისი 2024

მიმდინარე წლის 10 ივნისს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუ-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა „საქართველოში ნანუმის კორეულ ფონდთან“.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ჯიუ პასუხისმგებელი იქნება ფონდის ინტერესების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ორგანიზებასა და კორეის რესპუბლიკისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა ღონისძიებაში (სემინარი, ვორქშოპი, ტრენინგი და სხვ.) თავისი სტუდენტების ჩართვაზე.

თავის მხრივ, ფონდი დაეხმარება ჯიუ-ს სტუდენტებს კორეული ენისა და კულტურის საკითხების უკეთ შესწავლაში და აქტიურად ჩაერთვება უნივერსიტეტის ახალი აკადემიური პროგრამების შემუშავების პროცესებში.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს კანცლერმა, ასოცირებულმა პროფესორმა ელი ელისაშვილმა და „საქართველოში ნანუმის კორეული ფონდის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ბატონმა ჩანგდონგ კიმმა.


იხილეთ ფოტოგალერეა...