2023 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა მასშტაბური უნივერსიტეტთაშორისი პროექტის - ,,EDUCATIONAL PARTY” -ის მონაწილეებს უმასპინძლა.
აღნიშნული ღონისძიება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს პარტნიორი ორგანიზაციის - სტუდენტური DAY OFFS -ს ორგანიზებით ჩატარდა.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში: ,,რა? სად? როდის?", რომელსაც უძღვებოდა ინტელექტუალური კლუბის პრეზიდენტი - გიორგი მოსიძე.
ინტელექტუალურ პაექრობში გამარჯვება წილად ხვდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურ გუნდს.
ინტელექტუალური თამაშის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის გაიმართა After Party.
აქ კი ახალგაზრდებს ელოდა სპეციალურად მათთვის მოწყობილი:
- სპონსორების სივრცე - სხვადასხვა სახის სნექითა და კოქტეილებით;
- ,,სამაგიდო თამაშების გილდიის“ სივრცე;
- სპორტული აქტივობები;
- მუსიკალური სივრცე.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი კიდევ ბევრ საინტერესო აქტივობას ჰპირდება სტუდენტებს.