გაცნობებთ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჯიუმ (ყოფილი გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი), ევროკავშირის ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტში (Erasmus +) გაიმარჯვა.
პროექტის სახელწოდებაა: “RE-DIRECTION - Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations”.
პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც სამ წელს შეადგენს, მიზნად ისახავს, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით:
- ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავებას;
- მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვას;
- მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებული პირების ჩართულობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობას და სხვა მრავალ აქტივობას.
პროექტში ჩართულნი იქნებიან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.
საქართველოში პროექტს კოორდინირებას გაუწევს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი GIU და განხორციელების პროცესში ჩართულები იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
- უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
- საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (საქართველო);
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
- კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო);
- შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო);
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო);
- უჟჰოროდის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა);
- ო. მ. ბეკეტოვის სახელობის ხარკოვის ურბანული ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა);
- კიევის სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა);
- ვინიცა მიხაილო კოციუბინსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა);
- დნიპროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა);
- მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი);
- პატრასის უნივერსიტეტი (საბერძნეთი);
- BK CONSULT GMBH (გერმანია);
- Karlshochschule gemeinnützige GmbH (გერმანია).