ახალი ამბები

საქართველოს უშუს ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

10 აპრილი 2023

2023 წლის 10 აპრილს GTUNI-სა და საქართველოს უშუს ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეებს შორის განხორციელდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჩინეთის საერთაშორისო განათლების ჯგუფის საბჭოს პრეზიდენტმა, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის მფლობელმა ქანგ ჭენგმა და საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი მუსხელიშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, უშუს ეროვნული ფედერაციის სპორტსმენებმა GTUNI-ს სტუდენტებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის უშუს სადემონსტრაციო ჩვენება ჩაატარეს.


იხილეთ ფოტოგალერეა...