2023 წლის 15 ივნისს ,,მონაწილეობისა და განვითარების ცენტრის“(,,Center for Participation and Development") წარმომადგენლებმა, ,,People in Need Georgia"-ს მხარდაჭერით, გასული წლის ნოემბრის თვეში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში გახსნილ ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინულ ინსტიტუტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ისაუბრეს მომსახურების იმ სფეროებსა და კონკრეტულ საქმიანობებზე, რომელსაც უწევს ,,მონაწილეობისა და განვითარების ცენტრი" საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ლტოლვილებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების ,,Center for Participation and Development" და ,,People in Need Georgia" წარმომადგენლებმა ენებისა და კულტურის ქართულ-უკრაინულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.