2018 წლის 4 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით Erasmus+KA107 მობილობის პროექტის ფარგლებში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები ინგა დიაკონიძე და ნიკოლოზ ფიცხელაური საქმიანი ვიზიტით პარტნიორ ინჰოლანდის უნივერსიტეტში (ნიდერლანდები) იმყოფებოდნენ.
გთუნი-ს პროფესორებმა ინჰოლანდის უნივერსიტეტის ორ სხვადასხვა - ჰაარლემისა და როტერდამის სკოლებში უცხოელი სტუდენტებისათვის ჩაატარეს მასტერკლასები.
მასტერკლასების თემატიკა იყო:
- ,,საქართველო, კულტურული იდენტურობა და ევროინტეგრაცია’ (პროფ. ინგა დიაკონიძე);
- ,,საერთაშორისო დავის გადაჭრის ალტერნატიული გზები’ (პროფ.ნიკოლოზ ფიცხელაური).
ქართველმა პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს ინჰოლანდის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულშიც.
ნიდერლანდელ პარტნიორებთან გაიმართულ საქმიან შეხვედრებზე დაისახა ინჰოლანდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის კონკრეტული სამომავლო გეგმები:
- თანამშრომლობის გაგრძელება Erasmus+ პროექტის ფარგლებში ინჰოლანდის უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის, სამართლის და ტურიზმის სფეროში. გაიზარდა თანამშრომლობის არეალი. პროექტში აქტიურად ჩაერთო ჰაარლემის ტურიზმის სკოლა;
- 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს ჰაარლემის ტურიზმის სკოლის 20-30 სტუდენტს და 2 პროფესორს. ვიზიტის მიზანია ერთობლივი პრაქტიკული სამუშაოების და კვლევის განხორციელება სათავგადასავლო ტურიზმის ეგიდით. ვიზიტის ხანგრძლივობაა 1 კვირა. პრაქტიკულ სამუშაოებსა და კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ გთუნის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები; ერთობლივი პრაქტიკა, კვლევა:
- თანამშრომლობა სამართლის სფეროში: გავწევრიანდით პროექტის “Freedom, Security and Justice- Crossing Borders” (FSJ-CB) კონსორციუმში პეჩის (უნგრეთი), ალსტერის (ბელფასტი), კარლოსის (მადრიდი, ესპანეთი) უნივერსიტეტებთან და ვილნიუსის სამხედრო აკადემიასთან (ლიტვა) ერთად. პროექტი ითვალისწინებს ერთობლივი კვლევის წარმოებას ორგანიზებული დანაშაულის სფეროში. კვლევაში ლექტორ-მასწავლებლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სამართლის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებიც.