ახალი ამბები

საქმიანი ვიზიტით ბარანოვიჩის სახელმწიფო უნივერსიტეტში

10 დეკემბერი 2018

2018 წლის 3 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით ბელარუსის ქალაქ ბარანოვიჩის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიწვეული პროფესორის სტატუსით, სალექციო კურსის ჩასატარებლად იმყოფებოდა გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრის მოწვეული სპეციალისტი, ფილოლოგიის დოქტორი თამარ მერაბიშვილი.

ლექციები ჩატარდა სლავური და გერმანიკული ენების ფაკულტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.

სტუდენტებისათვის ჩატარებული ლექციების თემა იყო „ინტერკულტურული კომუნიკაციები“.

„ენების სწავლების თანამედროვე ტენდენციები უმაღლეს განათლებაში“. ასე ერქვა ლექციათა კურსს, რომელიც სპეციალურად აკადემიური პერსონალისათვის იყო მომზადებული.

ზემოხსენებული ვიზიტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ასევე მომავალი ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების მომზადებას.


იხილეთ ფოტოგალერეა...