2015 წლის 27 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები, კლუბი „რეპორტიორის“ ინიციატივით, ჟურნალისტ გიორგი უძილაურს შეხვდნენ.
შეხვედრის დასაწყისში სტუმარმა სტუდენტებს საკუთარი ბიოგრაფია გააცნო. ისაუბრა ზოგადად ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის, გასაშუქებელი თემის ცოდნის, განათლების, შრომისმოყვარეობისა და ნიჭიერების თაობაზე. პირადი აზრი გამოთქვა დღეს მედიაში შექმნილ მდგომარეობაზე, სარედაქციო პოლიტიკისა და ჟურნალისტის საქმიანობაში ჩაურევლობის შესახებ.
დასასრულს გიორგი უძილაურმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და სამახსოვო სურათებიც გადაიღო მათთან.