2015 წლის 9 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები, სასწავლო ფორმატის ფარგლებში, ჟურნალისტს ნოდარ მელაძეს შეხვდნენ.
სტუმარმა ისაუბრა ჟურნალისტის, როგორც პროფესიის, რთულსა და საპასუხისმგებლო მისიაზე, საქმისადმი კეთილსინდისიერ და პროფესიონალურ დამოკიდებულებაზე.
ნოდარ მელაძემ სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა და მათთთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.
სასწავლო სტუდენტური კლუბი “რეპორტიორის“ მიერ ორგანიზებული ეს შეხვედრა მიმდინარე სასწავლო წელს პირველია და ასეთი აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.