26 და 27 ივნისს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, პრაქტიკოსმა ფსიქოლოგებმა ლალი ბრაგვაძემ და ლიკა ლაჩაშვილმა ფსიქოლოგიით დაინტერესებულ უფროსკლასელებს ძალიან საინტერესო ლექციები ,,ფსიქოლოგიური კონსულტირება" და ,,არტ-თერაპია და თანამედროვე განათლება" წაუკითხეს.
პროექტი მოსწავლეთა პროფესიულ ორიენტაციას და ფსიქოლოგიური განათლების ხელმისაწვდომობას ემსახურება. მასში 150-მდე სკოლის მოსწავლეა ჩართული.