გასვლითი სემინარები შესაბამის პირობას ქმნის, სტუდენტებმა პრაქტიკულ ფორმატში გაითავისონ შესაბამისი ცოდნა და უნარები.
კურსდამთავრებულები და მეგობრები
მერაბ გაბუნია
შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი
დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.
სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!
განცხადებები
ახალი ამბები
გასვლითი სემინარი საჯარო რეესტრში
2011 წლის 22 ნოემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მეორე კურსის 28 სტუდენტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გასვლითი პრაქტიკული სემინარი ჩაუტარდა.
სტუდენტებს მოუთხრეს საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. მათ დეტალურად აუხსნეს, თუ რა პროცედურის გავლა უწევს ბიზნესის დაწყების მსურველ ნებისმიერ მოქალაქეს და რამდენად მარტივია დღეს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურული რგოლის გავლა, საბუთების ჩაბარებიდან – ამონაწერის მომზადებამდე, მეწარმეთა რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა ტრანზაქციას, სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტაციის ნიმუშებს, განცხადებებსა თუ სხვა მონაცემებს.
ასეთი სახის გასვლითი სემინარები შესაბამის პირობას ქმნის, სასწავლო კურსის თეორიული სწავლების პარალელურად, სტუდენტებმა პრაქტიკულ ფორმატში გაითავისონ შესაბამისი ცოდნა და უნარები.
ეს ყველაფერი კი ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის ოპტიმიზაციის, ბოლონიის პროცესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან დაახლოების, ევროპული განათლების სწავლების ფორმებისა და მეთოდების დანერგვას ითვალისწინებს.