2017 წლის 16-17 თებერვალს საგამოფენო ცენტრი Expo Georgia უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-7 საერთაშორისო გამოფენის მონაწილეებს მასპინძლობდა.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას იღებდა თექვსმეტი ქვეყნის ასამდე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებელი. მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან როგორიცაა ჩეხეთი, ესტონეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლიტვა, ლატვია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, რუმინეთი, ჰოლანდია, თურქეთი, უკრაინა, რუსეთი და ირლანდია.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი ხსენებულ გამოფენაში უკვე მეშვიდედ იღებდა მონაწილეობას და, ტრადიციულად, დამთვალიერებელთა წინაშე უმაღლეს სასწავლებელში მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამებითა და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი სიახლეებით წარსდგა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ამჯერადაც იყოჩაღეს და გამოფენის ორგანიზატორებისაგან „დამთვალიერებლებთან ეფექტური კომუნიკაციისათვის“ სერტიფიკატი დაიმსახურეს.