გუშინ, 2019 წლის 27 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს ორგანიზაცია „კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ ბენეფიციარები სტუმრობდნენ.
გთუნის სტუდენტებმა გულთბილად მიიღეს ეს ადამიანები და მადლიერება, სითბო არ დაიშურეს მათ მიმართ.
„კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ ხელცარიელნი არ მოსულან შეხვედრაზე.
მათ თავიანთი ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს საკონფერენციო დარბაზში და დამსწრე საზოგადოებას ქართულ ხალხურ ზღაპარ „გვრიტზე“ შექმნილი სპექტაკლი წარმოუდგინეს.
“კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვს რომ საჭიროებენ“ განვითარების შეფერხების მქონე ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს მხატვრული და კულტურული საქმიანობებით დაკავდნენ, მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ადგილზე გაიარონ მოკლევადიანი პრაქტიკული კურსი და დასაქმდნენ ცენტრის სახელოსნოებში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა სტუმრებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.