2023 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა აკადემიურ პერსონალთან.
შეხვედრის ფარგლებში აკადემიური წრის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროცესსა და უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
GIU-ს ლექტორებმა გამოთქვეს მოსაზრებები საგანმანათლებლო პროგრამების მიმდინარეობის, დაგეგმილ აქტივობებში ჩართულობისა და მხარდაჭერის შესახებ. ასევე ისაუბრეს სტუდენტებთან მუშაობის და მათი განათლების მიმართულებით განსახორციელებელ ინიციატივებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი დაძლევის გზებზე.
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან მსგავსი ხასიათის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს მიიღებს და დაიგეგმება როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ გარემოში.