2022 წლის 12 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები ,,Elsevier"-ის წარმომადგენლებს ვივიენ ვერსკისა და ვლადიმერ დანილოვს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს აკადემიური სტატიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
,,Elsevier"-ის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან მიიღეს ინფორმაცია გთუნი-ში კვლევებისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით არსებული ვითარებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
,,Elsevier"-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უშუალოდ ,,Elsevier"-ის ბაზებში მუშაობის პრინციპებზე.
სტუმრებმა ასევე გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი ვებინარების, სემინარების, კონფერენციებისა და სხვა კვლევითი თუ საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით.
შეხვედრის შემდეგ უცხოელმა სტუმრებმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა.