2022 წლის 12 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის, საჯარო ლექცია ჩატარდა
აღნიშნული შეხვედრა ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
ლექციას უძღვებოდა გიორგი ლობჯანიძე - ფსიქოლოგი, სოციალური ფსიქოლოგიის მკვლევარ-მეცნიერი, ჟურნალისტი.
სპიკერმა ისაუბრა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:
- ჯანმრთელობის ფსიქოლოგია;
- გარდატეხის ასაკის პრობლემები და გამოწვევები;
- სტრესის მართვა.
სტუდენტებთან შეხვედრამ ინტერაქტიულ ფორმატში ჩაიარა.