2024 წლის 29 ივლისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო ურთიერთობების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გრიგოლ კალანდაძემ შეხვედრა გამართა GIU-ს ზემოაღნიშნული საბაკალავრო პროგრამების აკადემიურ პერსონალთან „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტ „Re-Direction“-ის შესახებ. შეხვედრის განხილვის მთავარი თემა იყო „Re-Direction“-ის პროექტის პრიორიტეტები: ციფრული ტრანსფორმაცია, ინკლუზიურობა და მდგრადობა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. GIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამების აკადემიურმა პერსონალმა, როგორც ცალკეულმა დაინტერესებულმა მხარემ, განიხილეს “Re-Direction”-ის პროექტის პრიორიტეტების საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების სილაბუსებსა და პროგრამებში ინტეგრირების გზები და მეთოდები. დისკუსია ასევე შეეხო იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაში არსებობს ციფრული ტრანსფორმაციის, ინკლუზიურობისა და მდგრადობის კუთხით, განსაკუთრებით მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადგილებში.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.
“RE-DIRECTION “-ის Პროექტის შესახებ ვრცლად: https://re-direction.org/