2023 წლის 16 მაისს, GTUNI-ს სტუდენტებისთვის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა ორი შეხვედრა;
პირველი შეხვედრა: ,,სახელმწიფო შესყიდვების პროცესის მართვა და გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა".
მომხსენებელი: გვანცა სისოშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესყიდვების მენეჯერი.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- ზოგადი სტატისტიკური მაჩვენებლების მიმოხილვა სახელმწიფო შესყიდვებში;
- ტენდერი, როგორც სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალება;
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის გაცნობა და სისტემაში მუშაობის სპეციფიკა შესყიდვების მენეჯერებისთვის;
- კერძო სექტორის ჩართულობის ხარისხი და კონკურენცია სახელმწიფო შესყიდვებში;
- სატენდერო პროცედურების მართვის პრაქტიკა, თანმდევი რისკები, თავისებურებები და გაუმჯობესების გზები;
- ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორების გავლენა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებებზე;
- რჩევები და რეკომენდაციები სახელმწიფო შესყიდვებით დაინტერესებული პირებისთვის.
მეორე შეხვედრა: ,,ბრენდ-მენეჯმენტი და გადაწყვეტილების მიღება ავტონაწილების ბიზნესში".
მომხსენებელი: კონსტანტინე ფაცაცია - TAI (Tegeta Automotive Imports) დირექტორი, ბიზნეს ინჟინერინგის მაგისტრი.
სპიკერმა შეხვედრაზე ისაუბრა ისეთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა:
- ავტონაწილების ბაზრის მიმოხილვა საქართველოში;
- სეგმენტზე მორგებული ბრენდების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
- მომგებიანობის ანალიზი და KPI-ების განსაზღვრა;
- მარაგების კონტროლი და შეკვეთების მართვისას მისაღები გადაწყვეტილებები;
- იმპორტირების თანმდევი რისკების მართვა;
- ავტონაწილების ბიზნესის განვითარების მიმართულებები საქართველოში.