2015 წლის 1 ოქტომბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრის პროფესორს, ქალბატონ დალი ჩიკვილაძეს 80 წელი შეუსრულდა.
უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში იუბილარის კოლეგებმა, მეგობრებმა და მისი ნიჭის თაყვანისმცემლებმა მოიყარეს თავი და ქალბატონ დალის მიმართ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ის დიდი პატივისცემა და სიყვარული, რომელსაც ყოველთვის უხვად გასცემდა და გასცემს ხოლმე ქალბატონი დალი და იმდღევანდელი საიუბილეო საღამოც ასეთი ურთიერთობებისა და დამოკიდებულების ნათელი დადასტურება გახლდათ.
გილოცავთ, ქალბატონო დალი ამ საიუბილეო თარიღს.