დღეს, 27 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გრიგოლ კალანდაძემ და კვლევების ხელშეწყობის ცენტრის უფროსმა ზოია ადამიამ „Zoom"-ის პლატფორმის გამოყენებით, მეტროპოლიტენის კოლეჯის(საბერძნეთის რესპუბლიკა) წარმომადგენლებთან-გიორგოს დასკალაკი, მირტო სიაპარდანისი, ევა ვაიუოლისი და თეოდორ გრასოსი- ონლაინ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრისას პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს „Erasmus+“-ის ფარგლებში განსახორციელებელი ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შესახებ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ, პროექტის სრულყოფილად დაგეგმვის მიზნით, მსგავსი ხასიათის სამუშაო შეხვედრები კვლავაც გაიმართება.