დღეს, 6 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო კალანდაძე და სააგენტოს ადმინისტრაციული საქმის წარმოების სამსახურის უფროსი ვახტანგ ბუხაშვილი სტუმრობდნენ და სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობის ფორმატში უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
სტუმრებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე როგორიცაა საჯარო რეესტრის როლი და მნიშვნელობა, „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მომსახურების ფორმები და მეთოდები, ასევე საწარმოთა რეგისტრაციის წესები და რეგულაციები.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს.