დღეს, 2020 წლის 10 თებერვალს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში, გერმანიის დასაქმების ფედერალური სააგენტოს პროექტის(სტუდენტების საზაფხულო დასაქმება გერმანიაში) ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.
სტუმარი შეხვდა უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ გიორგი მათიაშვილს.
ხსენებული პროექტი ემსახურება გერმანული ენის პოპულარიზაციას და გერმანული კულტურის გაცნობას.
სტუდენტებს შეხვდა ერთ-ერთი კომპანიის (ავტოგრილი) ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ქალბატონი კრისტინ ამბიული.
კომპანია დაინტერესებულია გერმანიის რამდენიმე ქალაქის აეროპორტში დაასაქმოს ქართველი სტუდენტები.
პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმარი გაესაუბრა გერმანული ენის მცოდნე სტუდენტებს და უპასუხა მათ შეკითხვებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც.