2015 წლის 15 მაისს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტს ცნობილი ქართველი მუსიკოსი, გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი თემურ ყვითელაშვილი სტუმრობდა.
თემურ ყვითელაშვილი მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსია, რამდენჯერმე პლანეტის საუკეთსო ფიუჟენ-გიტარისტად აღიარეს. მუსიკოსი საქართველოს ღირსების ორდენის კავალერიაცაა, მაგრამ მიაჩნია, რომ თბილისის საპატიო მოქალაქეობა მისი საუკეთესო ჯოლდოა.
შეხვედრის დასაწყისში მუსიკოსმა თავის შემოქმედებაზე ისაუბრა. უთხრა სტუდენტებს, რომ მიზნის მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო და თუ ისინი კეთილსინდიდიერად, ყოველდღიური, თავდაუზოგავი შრომითა და დიდი მონდომებით მიუდგებიან თავიანთ საკეთებელ საქმეს, სასურველი შედეგიც არ დააყოვნებს.
მცირე ბიოგრაფიული ექსკურსის შემდეგ თემურ ყვითელაშვილმა სტუდენტებსა და შეხვედრაზე მოსულ დამსწრე საზოგადოებას ზაქარია ფალიაშვილის, გია ყანჩელის, გიორგი ცაბაძისა და სხვათა უკვდავი მელოდიები შესთავაზა.
შეხვედრის დასასრულს მუსიკოსმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღფრთოვანებულ მსმენელებს ავტოგრაფები დაურიგა.