1979 წლიდან 27 სექტემბერს მსოფლიოში ტურიზმის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) მიერ დაწესდა და მიზნად ისახავს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ტურიზმის სოციალური, კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობის პოპულარიზაციას.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის სოფო თევდორაძისა და სტუდენტების ინიციატივით, ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებს ძველ თბილისში შემეცნებითი ხასიათის ტური ჩაუტარდათ.
თეორიული და პრაქტიკული სწავლების სინთეზი გთუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას განსაკუთრებულ ინტერესსა და მრავალფეროვნებას სძენს.