მიმდინარე წლის 23-24 მარტს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თინათინ ასათიანმა მონაწილეობა მიიღო ციურიხში (შვეიცარია) გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში „ევროპული კვლევები მასალები”.
მისი მოხსენების სახელწოდება იყო: „კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება, როგორც სასწავლო პროცესის უპირველესი მიზანი“ (The development of critical and creative thinking as the primary goal of the educational process).