2023 წლის 3 თებერვალს GTUNI-ს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფესორი ინდირა ძაგანია და რექტორის თანაშემწე - ანა სამახაშვილი ესტუმრნენ.
შეხვედრის მიზანი იყო GTUNI-ს ჩართვა პროექტში: ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების შექმნა“.
პროექტში, რომლის კოორდინატორიც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ასევე მონაწილეობენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისის უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; თბილისის ფიზიკური ჯანდაცვის კრიზისული ინტერვენციის სამსახური; ბიდგოშჩის ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი); ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტი (რუმინეთი) და ადამიანის უნარების გაძლიერების სტრატეგიული ცენტრი (იტალია ).
შეხვედრის ფარგლებში ორ უსდ-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმს ხელი მოაწერეს GTUNI-ს რექტორმა, პროფესორმა გიორგი მათიაშვილმა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ.
მემორანდუმის ფარგლებში GTUNI და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო-კვლევითი აქტივობების განხორციელებასაც გეგმავს.