2024 წლის 30 მაისს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტში (EIREST – University Paris 1 Panteon-Sorbonne) ჩატარდა „საერთაშორისო აკადემიური და სამეცნიერო კონფერენცია ტურიზმის გამოწვევებზე: განახლებაზე, ურბანიზაციასა და რეფორმებზე - საქართველოს შემთხვევა“.
სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორი იყო სორბონის უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლა. მხარდამჭერი - ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო საფრანგეთში.
კონფერენცია ეხებოდა საქართველოს (ბათუმის) ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და ტრანსფორმაციას უკეთესი მიღწევებისთვის რეგიონულ, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეზე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს ვიცე-რექტორი, ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიკო თევდორაძე.
მისი მოხსენების თემა იყო ,,Exploring Sustainable MICE Tourism Development Opportunities in Batumi”.
ახალი ამბები
სორბონის უნივერსიტეტში, სამეცნიერო კონფერენციაზე
4 ივნისი 2024