ახალი ამბები

სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის: წიგნი ჩემი მეგობარია

10 ნოემბერი 2022

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი სკოლების მოსწავლეებისთვის აგრძელებს სოციალურ პროექტს ,,წიგნი ჩემი მეგობარია.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში წიგნიერების დონის ამაღლებას და მიაწოდოს ახალგაზრდებს სულიერი საზრდო, რომელიც მათი უკეთესი მომავლის ერთადერთი გარანტია იქნება.

დღეს, 10 ნოემბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შიდა ქართლის საზღვრისპირა რეგიონის სოფელ დვანის საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მხატვრული ლიტერატურა გადასცეს.

13 ნოემბერს სიკეთის მსოფლიო დღე აღინიშნება.


იხილეთ ფოტოგალერეა...