2024 წლის 21-22 ნოემბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს პარტნიორ ვინიცა მიხაილო კოციუბინსკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდა მეცნიერთა და განათლების სფეროს წარმომადგენელთა XII სრულიად უკრაინული სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია, სახელწოდებით „თანამედროვე პედაგოგიური მეცნიერებისა და სამეცნიერო და პედაგოგიური კვლევის აქტუალური პრობლემები ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციის კონტექსტში“.
კონფერენციის ორგანიზების საკითხებში ჩართული იყო საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტი ჯიუ.
კონფერენციას ესწრებოდა 230-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის, სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები, პედაგოგები, რომლებმაც წინასწარი გამოკითხვის თანახმად, კონფერენციის მიმართ 90%-ზე მაღალი კმაყოფილება გამოთქვეს.
კონფერენცია მიეძღვნა უკრაინის განათლებისა და მეცნიერების ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ინტეგრაციის აქტუალურ საკითხებს, მდგრადი განვითარების ევროპული კონცეფციების უზრუნველსაყოფად მექანიზმების შემუშავების ასპექტებს, ციფრულ ტრანსფორმაციასა და უკრაინულ განათლებაში ინკლუზიურობის საკითხებს. კონფერენციის მონაწილეებმა მონაწილეობა მიიღეს ოთხ სექციაში, მათ შორის ერთი, რომელიც ეძღვნებოდა "Erasmus+"-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტს "RE-DIRECTION" (ERASMUS-EDU-2023-CBHE-STRAND-2). ეს პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დევნილი უკრაინელი სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას, იძენს მზარდ მნიშვნელობას სამხედრო კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეცვლის თვალსაზრისით. ექსპერტებმა და სტუდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადი განვითარება და ინკლუზიურობა ეხმარება დევნილ სტუდენტებს, განაგრძონ სწავლა დისტანციურად. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს მდგრად სწავლას სოციალურ-კულტურული ცვლილებების პირობებში.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო საინტერესო პრეზენტაციები და მესიჯები, მომხსენებლებმა გაიზიარეს ახალი იდეები და შეხედულებები, რამაც წაახალისა ყველა მონაწილე, ჩართულიყო ცოცხალ სამეცნიერო დისკუსიაში და დებატებში. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგები იქნება მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინისა და საქართველოს განათლების ინოვაციური განვითარების აქტუალური პედაგოგიური პრობლემების გადაჭრაში და ასევე, უკრაინისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების შემდგომი ინტეგრაციისათვის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს და მომხსენებელს, ჩვენს ქართველ და უკრაინელ პარტნიორებს, რომლებიც შეუერთდნენ კონფერენციას მონაწილეობისთვის და ნაყოფიერი დისკუსიებისთვის!
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.
პროექტის ვებგვერდი: https://re-direction.org/
პროექტის Facebook გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=61563411968827
პროექტის LinkedIn გვერდი: https://www.linkedin.com/company/re-direction-project/
პროექტის X გვერდი: https://x.com/RE_DIRECTION_