22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა.
მიმდინარე წელს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დასუფთავების კვირეული სახელწოდებით „სუფთად ევროპისკენ“ დაიწყო.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომლებიც გარემოსდაცვითი ღონისძიები მონაწილეებს კიკვიძის პარკში (ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკი) გამოუცხადეს სოლიდარობა.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.