2016 წლის 17 ივნისს აფხაზეთის კულტურის სამინისტროში ახალგაზრდა პეოტის ხატია შევარდნაძის პოეზიის საღამო გაიმართა.
გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს და კიდევ ერთხელ ეზიარნენ პოეზიის მარადიულ ფასეულობებს.
ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შემატა გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფოლკლორულ ანსამბლ „ივერთას“ წევრების მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა.