დღეს, 21 ოქტომბერს, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სატელევიზიო პროექტის ,,შარქ თენქ საქართველოს“ ერთ-ერთი გამარჯვებულს, კომპანია ,,ვემპლერის“ დამფუძნებელს ალექსანდრე თავხელიძეს შეხვდნენ.
,,ვემპლერი’’ არის პლატფორმა, სადაც მსურველს შეუძლია ნებისმიერი ტიპის პრობლემის მოსაგვარებლად დამხმარე პირის პოვნა, ან, ამავდროულად, ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია სხვისი დახმარება და თავისი დროის მონეტიზაცია.
,,ვემპლერის’’ გუნდი ცდილობს მოიზიდოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, სტუდენტი და მისცეს მათ, საკუთარი უნარებისა და ცოდნის ხარჯზე, სასურველი გრაფიკით, გარკვეული თანხის გამომუშავების საშუალება.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.