კურსდამთავრებულები და მეგობრები

 მერაბ გაბუნია

მერაბ გაბუნია

შპს "პარკ ჰოტელი'' - დირექტორი


დავამთავრე თბილისის ეკონომიკიურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი, სადაც გავიარე ოთხ წლიანი პროფესიული კურსი, რამაც მომცა უდიდესი ცოდნა და სურვილი გამეგრძელებინა სწავლა, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში.

სამაგისტრო პროგრამის სწავლებისას, გავიარე ფინანსებისა და საბანკო საქმის კურსი, მივიღე მაგისტრის ხარისხი. აქ მიღებული განათლება და გამოცდილება წარმატებულად გამოვიყენე კარიერულ ცხოვრებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გურამ თავართქილაძეს და პროფესორ მასწავლებლებს რომ მომეცა საშუალება მესწავლა ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში და მინდა ვუსურვო ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს შეინარჩუნონ უნივერსიტეტის ტრადიციები და მიაღწიონ დასახულ მიზანს, წარმატებას!

ახალი ამბები

სტუდენტები სტუმრად სააპელაციო სასამართლოში

18 მარტი 2014
2014 წლის 18 მარტს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმყოფებოდნენ.

ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაციები, რომელიც თავმჯდომარის ბიუროს წევრებმა წარმოადგინეს. განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: სასამართლო ატრიბუტიკა, სასამართლო სისტემა, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოების სპეციფიკა.

პრეზენტაციების შემდგომ, გაიმართა დისკუსია, რის შემდგომაც, სტუდენტებმა დაათვალიერეს სასამართლოს შენობა, სხდომათა დარბაზები, მანდატურთა ოთახები და კანცელარია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს ინიციატივით, სასამართლოში არაერთი საგანმანათლებლო პროექტი მიმდინარეობს. მათ შორისაა განგრძობადი განათლების პროექტი, რომელიც სასამართლო ტურებს, საჯარო ლექციებსა და სხვადასხვა ტიპის აქტივობებს გულისხმობს.