გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი აგრძელებს შეხვედრათა ციკლს პარტნიორ ორგანიზაციებთან და დამსაქმებლებთან.
დღეს, 29 სექტემბერს, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში კომპანია ,,თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლები, სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეხვდნენ.
სტუმრებმა ისაუბრეს კომპანია ,,თეგეტა მოტორსის“ სტრუქტურის, კომპანიაში არსებული ვაკანსიებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების თაობაზე.
კომპანია ,,თეგეტა მოტორსს“ წარმოადგენდნენ ვახტანგ ღულაძე - კომერციული იმპორტების მიმართულების კომერციული დირექტორი; დავით ავაზაშვილი - ადამიანური კაპიტალის მართვის დირექტორი; ოთო სიხარულიძე - თეგეტა აკადემიის დირექტორი და მარიამ ხონელიძე - შერჩევის და ტალანტების მართვის განყოფილების უფროსი.
შეხვედრის თეორიული ნაწილის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა კომპანია ,,თეგეტა მოტორსის“ დასაქმების აპლიკაციები შეავსეს.