2016 წლის 27 დეკემბერს გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში სტუდენტებს შორის ინტელექტუქლური თამაში „რა?“, „სად?“, „როდის?“ გაიმართა.
თამაშში სულ რვა გუნდი იღებდა მონაწილეობას.
გუნდებს შორის პაექრობა საინტერესოდ წარიმართა და სტუდენტებმაც შესაბამისი ცოდნის დონეც აჩვენეს.
ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებულად სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული გუნდი „სად, რა“ (ანა სადრაძე, ანანო რუხაია, ზურაბ ხვიჩია, თეონა მიქაძე, მარიამ დაბრუნდაშვილი, დავით ლეჟავა) გამოცხადდა.
გამარჯვებული გუნდის წევრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.